Présentation en Géorgien

2010 წლის 12 ივნისს საფრანგეთის მართმადიდებელმა მეუფეებმა კურთხევა მისცეს დამკრძალავი ბიურო Esoref-ის დაარსების გეგმას. დიდიხანია, რაც მართმადიდებლებს სურვილი აქვთ მართმადიდებლურ ტრადიციებზე დამყარებული დაკრძალვის სამსახურის შეექმნის, რისი განხორციელებაც მხოლოდ 2011 წელს გახდა შესაძლებელი. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ასოციაცია ACER - MJO-ს, რომლებმაც ფირმის დაარსებისთვის სამუშაო ფართი გამოჰყვეს.

Esoref-ი ქალაქ პარიზის და მის რეგიონში მცხოვრები მართმადიდებლების სამსახურშია. მისი პერსონალის მიზანია საქმეში პროფესიონალიზმით და დიდი რწმენით გვერდში ამოუდგნენ ჭირისუფალ ოჯახებს, გაუადვილონ გლოვის პერიოდში დაკრძალვის ორგანიზება.

Esoref-ის მომსახურება მოიცავს დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას, კერძოდ: მიცვალებულის სხეულის მოვლა, ბალზამირება, სასახლის შერჩევა, ტრანსპორტირება, ყველა ადმინისტრაციული საკითხის მოგვარება (მერია, ეკლესია, სასაფლაო, საზღვარგარეთ გადასვენება…).

Esoref-ის პერსონალის სურვილია კომერციული საქმიანობა აწარმოოს ადამიანური გულისხმიერებით, დაბალი ფასებით, ეკლესიასთან მჭიდრო კავშირით და ჭირისუფალი ოჯახების ტრადიციების დაცვით.

დამკრძალავი ბიურო Esoref-ის დამაარსებლის შესახებ:

განათლება მიიღო პარიზის წმინდა სერგეის სახელობის სასულიერო აკადემიაში ; პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა დამკრძალავ ბიუროებში როგორც მრჩეველი და ორგანიზატორი ;

გარდა ამისა, სამი წლის განმავლობაში მზრუნველობას უწევდა პალიატიური მკურნალობის დაწესებულებებში მყოფ ავადმყოფებს. ამ გამოცდილებამ ასწავლა როგორ ამოსდგომოდა გვერდში ოჯახს ახლობლის დაკარგვამდე.

პრაქტიკული ინფორმაცია:

ოფისში მიღება და სატელეფონო საუბარი ჯერ-ჯერობით იწარმოება მხოლოდ ფრანგულ ენაზე, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს რუსულ ენაზეც გახდეს შესაძლებელი.